კახა კალაძე აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა პლეი-ოფის ნახევარფინალში დიდი დანაკლისი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის.
თუმცა, როგორც თბილისის მერი და წარსულში საქართველოს ნაკრბეის კაპიტანი აცხადებს, ფეხბურთს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არ თამაშობს
“ხვიჩა კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, თუმცა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება”. “ფეხბურთში ყველაფერი ხდება. იმიტომ არის სპორტის ეს სახეობა საინტერესო, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის. ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა, ფეხბურთს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არ თამაშობს. მინდორზე 11 კაცი გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია ნაკრებს ვერ დაეხმარება, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ. მინდა გულწრფელად გამარჯვება ვუსურვო მათ და დარწმუნებული ვარ, შედეგიც იქნება. მართლაც ვიმსახურებთ ამ ნახევარფინალის მოგებას, რადგან კარგ თამაშს ვაჩვენებთ, კარგი გუნდი გვყავს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს ვალიადოლიდში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო გამოტოვებს.
„კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა“, – ასე ეხმაურება ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი ალექსანდრე იაშვილი ამ ფაქტს.
ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, ის ამის გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და გუნდის სახელით ბოდიშს იხდის.
მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის და ფედერაციისთვის.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის.
წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.
დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს, რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ“, – აცხადებს ალექსანდრე იაშვილი, რომლის განცხადებასაც ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
19 ნოემბერს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ჯგუფში გამართულ შეხვედრაში კვარაცხელიამ რიგით (ჯამში) მესამე ყვითელი ბარათი [გაფრთხილება] მიიღო, რაც უეფას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების რეგლამენტის 54.02 მუხლის ა) პუნქტის თანახმად გულისხმობს დისკვალიფიკაციას შემდეგ გასამართ მატჩში.
კვარაცხელიას გარდა, მესამე ყვითელი ბარათის მიღების და პოტენციურად პლეი-ოფის ნახევარფინალის გამოტოვების რისკის ქვეშ ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი, გიორგი ჩაკვეტაძეც იყო, რომელმაც აგრეთვე ითამაშა ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით საქართველოსთვის არაფერს წყვეტდა.