კალაძე ირწმუნება, რომ “ოცნება” ოპოზიციის აკრძალვას არ გეგმავს, სხვა რამეს ამბობენ ივანიშვილი და კობახიძე

მაშინ, როცა უკვე იმ პარტიების სიას აკონკრეტებს, რომელთა აკრძალვასაც „ქართული ოცნება“ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს, ამავე პარტიის გენერალური მდივანი სრულიად საპირისპირო განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ტყუილია თითქოს „ოცნება“ პარტიების აკრძალვას გეგმავს.
„აქ საუბარია კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვას არ გეგმავს, ეს ტყუილია“, – აცხადებს დედაქალაქის მერი და მედიასთან ირწმუნება, რომ საუბარია წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელიც ტერიტორიების დაკარგვას ეხება და რომელსაც გამოძიება ჭირდება.
კალაძე იმეორებს, რომ „ოცნება“ პარტიების აკრძალვას არ აპირებს და ამას ტყუილსა და არასწორ ინფორმაციას უწოდებს მაშინ, როცა დღეს 23 აგვისტოს ირაკლი მ ბრიფინგი გამართა, სადაც თითქმის სრული ოპოზიციური სპექტრი „ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი საქმის მსახურებაში“ დაადანაშაულა.
მეტიც, კობახიძე უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება აღნიშნული პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო მანდატების გაუქმება იქნებოდა.
კობახიძის თქმით, პარტიებს შორის, რომელთა აკრძალვაც „ქართულ ოცენაბს“ სურს, არიან:
მისი თქმით, აღნიშნული პარტიების აკრძალვა შესაძლოა რამდენიმე გზით მოხდეს. კობახიძის თქმით, გამოძიება შეიძლება პროკურატურამ დაიწყოს, ან შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც აღნიშნულს შეისწავლის. მმართველი პარტიის ლიდერი არც საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას გამორიცხავს.
კობახიძემდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი პარტიების“ აკრძალვაზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმაც. ივანიშვილი კობახიძის მსგავსად სიტყვა „აკრძალვას“ იყენებს და აცხადებს, რომ ამისთვის ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს:
„ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს,“ — აცხადებდა .
ამ თემაზე წაიკითხეთ:
კობახიძე აკონკრეტებს, რომელი პარტიების აკრძალვას გეგმავს „ქართული ოცნება“

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ვაშინგტონში არავინ აპირებს თავკერძა, რუსული ყაიდის ფეოდალთან „კოჭის გორებას“ – ელოდებათ გაცილებით უარესი, ბაიდენთან მოწვევის გაუქმება დაავიწყდებათ, იმდენად მძიმე იქნება რეაქცია