კალაძე თავდასხმებზე: ყველა დამნაშავე იქნება დაკავებული

“ყველა დამნაშავე იქნება დაკავებული. მიმდინარეობს გამოძიება და ამას მოყვება რეაგირება” – ამბობს თბილისის მერი რუსულ რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებზე ქუჩებსა და სადარბაზოებთან ჯგუფურ თავდასხმებზე.
“კალაძე აბსურდულს უწოდებს ფორმულას კითხვას, აფინანსებს თუ არა თბილისის მერი აღნიშნულ თავდამსხმელებს.
ეს არის სისულელე და აბსურდი, რასაც თქვენი ტელევიზია ავრცელებს, თუმცა არც მიკვირს კეზერაშვილის ტელევიზიამ როგორ შეიძლება სიმართლეზე ისაუბროს. ჩვენ უამრავ ადამიანს ვეხმარებით, ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა გვაქვს, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით და რა თქმა უნდა ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება” – თქვა კალაძემ.
რამდენიმე დღის წინ, პრემიერმინისტრმა ირაკლი მ ბოლო დღეების თავდასხმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თქვა, რომ “ბოლომდე ჩაყვება” და გამოიძიებს.
“ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ სამართალდამცავ სტრუქტურებში და მე გპირდებით, რომ ბოლომდე ჩავყვები” – აღნიშნა კობახიძემ მედიასთან შეხვედრისას.
ჟურნალისტმა პრემიერს შეახსენა, რომ ფაქტები იცის პოლიციამ და არიან დაზარალებულები, რაზეც კობახიძემ გაიმეორა, “გპირდებით, ჩავყვებით ბოლომდე ყველაფერს, გპირდებით… ხომ ამბობთ, რომ მიიტანეთ, ბოლომდე ჩავყვებით ყველაფერს.
კითხვაზე, თქვენს დანაშაულს როგორ გამოიძიებთ, პრემიერი პასუხობს – “აი, ეგრე… რა დანაშაულიც არის ჩადენილი, გამოვიძიებთ”. დამაზუსტებელ კითხვაზე, “თქვენიც რომ იყოს?”, პრემიერი ამბობს – “ჩვენი დანაშაული არ არსებობს… ეგ არის თქვენი ხელწერა, თქვენი პარტიის, ხო? მაგას აკეთებთ თქვენ 2003 წლიდან მოყოლებული, ეს არის ნაცმოძრაობის, თქვენი პოლიტიკური პარტიის ხელწერა. რაც შეეხება ძალადობას, რომელიც განხორციელდა, ბოლომდე ჩავყვებით თითოეულ ფაქტს”.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, “Მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, ქართული ოცნების წარმომადგენელი გააკეთებს, ვგმობ, სახელმწიფოს წარმომადგენელი გააკეთებს ვგმობ, ოპოზიცია გააკეთებს – ვგმობ”.
ბოლო დღეების განმავლობაში თავს არაერთ აქტივისტს და ოპოზიცონერს დაესხნენ. მათ ძირითადად სახლებთან უსაფრდებიან.