კალაძე: ევროპული ბიუროკრატია, რომელიც ყველანაირად გაკოტრებულია…

„დაველოდოთ, მგონია, რომ ყველა ვხედავთ, თუ რა პროცესები მიდის ევროპაში და ზოგადად, მსოფლიოში. ევროპული ბიუროკრატია, რომელიც ყველანაირად გაკოტრებულია, ვისმენთ, თუ რა განცხადებებს აკეთებს, რა დამოკიდებულება აქვთ, ზოგადად, ქვეყნების მიმართ. ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაინტერესებს და საქართველოსთან მიმართებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქვთ უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც თვეები და წლებია გრძელდება. ასევე, შიდა პროცესები, რაც ევროპაში აქვთ, ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი – აქვთ დაპირისპირება ერთმანეთთან. ვნახოთ, ვაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ევროპაში“ – ამბობს პუტინის მოკავშირე ს პრემიერმინისტრ ფიცოს განცხადებაზე, რომ კაია კალასი უნდა შეიცვალოს.