თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყნებში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი და გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოჰკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან.
თბილისის მერი, კახა კალაძე ოთხი ევროპული ქვეყნის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლას გამოეხმაურა.