კალაძე: დაპირება შესრულდა, ხვალიდან წერეთელზე თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი. ტროტუარები, დახაზვითი სამუშაოები, გამწვანება, განათებები მარტისთვის იქნება დასრულებული

დასრულებულია სამუშაოები საგზაო ნაწილში, დაპირება შესრულებულია. ხვალ გვექნება შესაძლებლობა, მივიდეთ ადგილზე, დავათვალიეროთ. ხვალიდან უკვე ორმხრივად, თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას, თითოეულ მუშას, ვინც დღე და ღამის განმავლობაში შრომობდა. მადლობა ჩემს თანამშრომლებს და განსაკუთრებული მადლობა იქ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში იტანდნენ ხმაურს, ტალახს. რთული და მძიმე იყო ამ პირობებში ცხოვრება, თუმცა ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება სხვანაირად შეუძლებელია…
…მთლიანად სამუშაოებს რაც შეეხება, მხედველობაში მაქვს ტროტუარები, დახაზვითი სამუშაოები, გამწვანება, განათებები, ნარჩენების ურნების მოწყობა, გაჩერებების მოპირკეთება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მარტისთვის იქნება დასრულებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს