კალაძე: „გპირდებით თბილისელებსა და ჩვენი ქალაქის სტუმრებს ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებას და დაუვიწყარ წუთებს“

თბილისის მერი, , ხვალ მოქალაქეებს ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე იწვევს და „დაუვიწყარ წუთებს“ ჰპირდება.
„ხვალ საღამოს, შვიდ საათზე აინთება მთავარი ნაძვის ხე. მინდა გითხრათ, რომ თბილისი კვლავ იქნება გამორჩეული, სადღესასწაულოდ მორთული ქალაქი. არავის აქვს უფლება, დიდს თუ პატარას, ვინმეს წაართვას ბედნიერება, რაც მოაქვს გართობას, ზეიმს და ასე შემდეგ.
გპირდებით თბილისელებსა და ჩვენი ქალაქის სტუმრებს ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებას და დაუვიწყარ წუთებს. რაც შეეხება მცდელობას, ჩაიშალოს დღესასწაული, არ მისცენ პატარებს გართობის საშუალება, საერთოდაც გააუქმონ ახალი წელი — ნუ წვალობთ, ახალი წელი მოვა, თბილისი იქნება ულამაზესი და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად.
იქნება სადღესასწაულო განწყობა, ზეიმი და სრულიად უსაფრთხო გარემო, რასაც სამართალდამცავები გააკონტროლებენ“, — თქვა კალაძემ.
ნაძვის ხე პარლამენტის შენობასთანაა დამონტაჟებული, სადაც უკვე ორ კვირაზე მეტია, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.