კალაძე ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის მერი, ვეტერანი ფეხბურთელი ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს, ევგენი ბულოიჩიკს შეხვდა.
თბილისში სამუშაო ვიზიტისა და სთან და საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ბელარუსულმა მხარე ავრცელებს.
ქართულმა მხარეს ამ ვიზიტის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
„პროდუქტიული დიალოგის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ფეხბურთში შემდგომი თანამშრომლობის საკითხები“, – განაცხადეს ბელარუსის ფედერაციაში და ისიც გაიხსენეს, რომ 2025 წელს ბელარუსის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ყველა ოფიციალური „საშინაო“ მატჩი საქართველოს ქალაქ გორში ჩაატარა.
ბელარუსულ გუნდებს უეფას ტურნირებში მონაწილეობა არ ეკრძალებათ, თუმცა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მათ 2022 წლის მარტიდან ბელარუსში საშინაო მატჩების ჩატარება არ შეუძლიათ. ეს შეზღუდვა ბელორუსის მიერ ს მიერ ში შეჭრის მხარდაჭერის გამო დაწესდა. ყველა ბელარუსული კლუბი და ეროვნული ნაკრები მეტოქეს ნეიტრალურ სტადიონებზე უმასპინძლებს.
41 წლის ევგენი ბულოიჩიკმა ბელორუსის ფეხბურთის ფედერაცია მიმდინარე წლის ივლისში ჩაიბარა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის სპორტისა და ტურიზმის მინისტრისა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი კოვალჩუკის პროტეჟედ არის მოხსენიებული.
თბილისმა და მინსკმა თანამშრომლობა გააძლიერეს საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო ს, „ქართული ოცნების“ მიერ ევროპული ინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილებისა და მმართველი პარტიის მიერ ყოფილი ფეხბურთელის, ს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.
მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა (გეკა) გელაძე ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი გორას შეხვდა. თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელა. დიმიტრი გორა ევროკავშირის, -ს და რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ სანქციების ქვეშაა. მას 2020 წლის ს შემდეგ ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ რეპრესიებში, ასევე ში ს შეჭრის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.
სექტემბერში, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც შეხვდა თავის ბელარუს კოლეგას, მაქსიმ რიჟენკოვს. ამის შესახებაც ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. თავდაპირველად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ შეხვედრის შესახებ განცხადება მაშინვე არ გაუვრცელებია. ამ ამბის მედიაში გაშუქების შემდეგ, მის ვებსაიტსა და Facebook-ზე განთავსებული პრესრელიზი უკანა თარიღით, 24 სექტემბრით გამოქვეყნდა.
ფორუმი