კალაძე ახალგაზრდებს: უცხოეთიდან რას გეტყვიან, არ დაუჯეროთ, თავისი ინტერესი აქვთ

მინდა, ახალგაზრდებს მივმართო, ვინც იმ რადიკალურ დაჯგუფებებსა და რადიკალური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს არ განეკუთვნება, რომლებიც დღეს აქციებზე არდში არიან. როგორ შეიძლება, ჩვენ გვინდოდეს? […] მინდა, ვთხოვო ახალგაზრდებს – კიდევ ერთხელ დაფიქრდით, მეგობრებო. მათგან ხშირად მოვისმინე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აი, უცხოელებმა თქვესო. მერწმუნეთ, არც -სა და ევროპაში პოლიტიკოსებს არ ირჩევენ იმისთვის, რომ ის უცხო ქვეყნის ინტერესს გაატარებს.
საქართველოს ინტერესს უცხოელი ვერ გაატარებს. ჩვენს ქვეყანას ჩვენ უნდა მივხედოთ. თქვენს საკუთარ ოჯახს ვინ უფრო მოუვლის, თავად თქვენ, თუ ვინმე უცხო ადამიანი? ეს ქვეყანა იგივე ოჯახია […] მინდა, ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ ვუთხრა – არავის დაუჯეროთ. თქვენ გაქვთ იმის ინტელექტიც და შესაძლებლობაც, რომ ეს კანონპროექტი და სხვა ქვეყნებში მიღებული კანონები თავადვე წაიკითხოთ და მარტივი შედარება გააკეთოთ. უცხოეთიდან რას გეტყვიან, არ დაუჯეროთ, მათ თავისი ინტერესი აქვთ. ჩვენ საქართველოს ინტერესი, სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი უნდა დავიცვათ.