კალაძე: -სთან ამ ფორმით სტრატეგიული პარტნიორობა შეუძლებელია

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი ამბობს, რომ -სთან ურთიერთობები გადასახედია და არსებული ფორმით გაგრძელება შეუძლებელია.
„რა თქმა უნდა, ურთიერთობები უნდა გადაიხედოს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამ ფორმით, უბრალოდ, შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის. მზად ვართ იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მართლა გაღრმავდეს და გახდეს ჯანსაღი, ისეთი, როგორიც უნდა იყოს და არა უბრალოდ ვირტუალური. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული. ეს უნდა იყოს ორმხრივი.
საქართველო არ არის ვინმეს ვასალი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიღაცა თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს, მშვიდობას დაანგრევს ქვეყანაში და იქნება ის ვითარება, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია. არა, მეგობრებო, ჩვენ ვიცავთ ამ ქვეყანას, ვიცავთ მშვიდობას, გვინდა სიმშვიდის შენარჩუნება და მზად ვართ პარალელურად ჯანსაღი ურთიერთობების გასაღრმავებლად,“ — თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს