კალაძე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე ქვეყანაში არყოფნის გამო ვერ მივიდა – მერია

თბილისის მერიის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ , – რომელიც დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანია, – საქართველოში არყოფნის გამო ვერ მივიდა -ის საელჩოს ღონისძიებაზე.
ოთხშაბათს, 3 ივლისს, შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის, 4 ივლისის, აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება.
ელჩი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იღებდნენ გრძელ რიგში მყოფ სტუმრებს.
საელჩოში, რამდენიმე ასეულ სტუმართან ერთად, იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი , მთავრობის წევრებისა და „ქართული ოცნების“ პარლამენტარების ნაწილი. ასევე – ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
ხელისუფლების წევრების ნაწილის ხილვამ დამსწრეთა შორის და მედიაში კითხვები გამოიწვია იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე კვირის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ხელისუფლების მიერ „აგენტების კანონის“ მიღების პასუხად, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში“.
აშშ-ის ხელისუფლებას არ დაუსახელებია კონკრეტული სახელები და გვარები.
საელჩოში ღონისძიებაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის წელს არ ყოფილა თბილისის მერი კახა კალაძე.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, იყო თუ არა თბილისის მერი მიწვეული საელჩოს ღონისძიებაზე, და თუ იყო მიწვეული, რის გამო არ მივიდა, თბილისის მერიის პრესცენტრში უპასუხეს, რომ თბილისის მერი საქართველოში არ იმყოფებოდა და ამ მიზეზით ვერ დაესწრო მიღებას.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”