კალაძე: არასდროს პოლიტიკური ნიშნით ადამიანი არ გაგვიშვია სამსახურიდან

“არასდროს პოლიტიკური ნიშნით ადამიანი არ გაგვიშვია სამსახურიდან, აი, ერთერთი კარგი მაგალითი არის გვარამიას პარტიაში ერთერთი ქალბატონი, გვარი არ მახსოვს, რომელიც იყო მერიის თანამშრომელი. ის წლების განმავლობაში გამოირჩეოდა თავისი ოპოზიციური განწყობებით, ჰქონდა თავისი დამოკიდებულება, არასდროს გვიკადრია ის, რომ პოლიტიკური ნიშნით აღნიშნული ადამიანი ან სხვა რომელიმე თანამშრომელი გაგვეშვა.
მაგრამ ნახეთ აქ როგორი სიტუაციაა – შენ თუ არ მოგწონს პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, თუ არ მოგწონს ის, რასაც ვაკეთებ ქალაქისთვის, აბსოლუტურად გაუგებარია, დილით ჩემთან ერთად აკეთებდე თბილისის საქმეებს და იმას, რაც მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, და საღამოს მაკრიტიკებდე და ძირს მითხრიდე.
კრიტიკაც მისაღებია, ესეც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ როდესაც შენ დადიხარ თანამშრომლებში და ემუქრები, აშანტაჟებ, რომ ხელი მოაწერინო იმ განცხადებას, რომელიც გავრცელდა, ამის სქრინები არსებობს, ამის კონკრეტული მასალები არსებობს თუ როგორ აშანტაჟებდნენ და ემუქრებოდნენ ჩვენს თანამშრომლებს, ხელი მოეწერათ ამ დოკუმენტზე.
მე ფაქტს ვყვები. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. შენ რა გინდა, სამსახურებში შემოიტანო დისონანსი? მე ხომ არ გზუდავ, გაქვს შენი პოლიტიკური შეხედულება? კი ბატონო, გამოთქვი შენი პოლიტიკური შეხედულება, წადი აქციაზე, ვინ გიშლის, ვინ გზღუდავს, თუ აქამდე არავის შეუზღუდიხარ, დღეს რატომ გახდა მაინცდამაინც პოლიტიკური მოტივით შენი გათავისუფლება, ხომ წარმოუდგენელია, არ არსებობს მსგავსი ბუნებაში, რომ რომელიმე თანამშრომელი გაგვეშვა რაღაც პოლიტიკური მოტივებით ან რაღაც პოლიტიკური შეხედულებების გამო.
ვახორციელებთ ცვლილებებს, საშტატო ცვლილებები, რეორგანიზაცია მიმდინარეობს, ზოგი წავა, ზოგი მოვა, 200-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი [პეტიციას], თუ პოლიტიკური ნიშნით მინდოდა გაშვება, ყველას გავუშვებდი ხო? არც მაგის პრობლემა იქნებოდა, მაგრამ არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ადამიანი განსხვავებული მოსაზრებების გამო სამსახურიდან გავუშვა” – ამბობს თბილისის მერი რუსთავი ორის ეთერში, მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე.