“კალაძეს “უსიყვარულობა” დაემართა” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი, :
არ წარმომიდგენია ანა და მზიური ცალ-ცალკე. რამდენიმე წლის წინ ვიტყოდი, რომ ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არის არამხოლოდ სიტყვის გატეხვის მაგალითი, არამედ უსულგულობის დემონსტრირება. მაგრამ დღეს ყველა სიტყვა მეცოტავება, როცა გარუსებული ხელისუფლების მორიგი ბოროტების შესახებ შევიტყობ.
ბოროტებაა ანას წაართვა მზიური. კალაძეს კი “უსიყვარულობა” დაემართა. არაფერი არ ანიჭებს სიამოვნებას გარდა ერთისა: სხვასაც ისევე დაუშხამოს ცხოვრება, როგორც თავად დაუშხამეს. არაფერი არ გამოუვათ. ანას ეტლს ისევ მოვკრავ თვალს გზად სახლიდან სამსახურისკენ, მზიურის ეზოში, იქვე არჩილ ქიქოძეს, რომელიღაც მაგიდასთან მჯდარს, მტირალა ბავშვებს, შეწუხებულ ძიძებს, დედებს და ქუჩის ყველაზე საყვარელ ძაღლებს:) და მაშინაც კი, როცა ვერ შევივლი კაფეში, ვიცი, რომ იქ მეგულება საყვარელი და მყუდრო ადგილი, ანას ადგილი. Ana Goguadze ყველაფერი კარგად იქნება

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით