კალაძემ ტვ „პირველის“ წინააღმდეგ იძულებითი აღსრულება მოითხოვა

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და მოითხოვა, ტვ „პირველმა“ და მისმა ყოფილმა ტელეწამყვანმა მაია მამულაშვილმა აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება.
კერძოდ, ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო სასამართლომ 2022 წელს მამულაშვილსა და ტელეარხს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მაია მამულაშვილი ამ დროისათვის აღნიშნულ ტელეკომპანიაში არ მუშაობს.
„დღეს ჩვენ დავიწყეთ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. ხვალ ან ზეგ მეორე მხარეს გაეგზავნება ოფიციალური მოთხოვნები. ისინი ვალდებულნი არიან, შეასრულონ მოცემული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გულისხმობს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“ ,— განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.
თავის მხრივ, ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ კალაძის მხრიდან იძულებითი აღსრულების მოთხოვნა პირდაპირ უკავშირდება საგამოძიებო რეპორტაჟს, რომელიც ეთერში ხვალ, 27 ივლისს უნდა გავიდეს.
„ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველით თბილისის მერის, კახი კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას. აღსრულების მოთხოვნის საფუძველია -ის მიერ კორუფციის ბრალდებით სანქცირებული კლანის კონტროლის ქვეშ მყოფი სასამართლოს შარშანდელი გადაწყვეტილება — „მამულაშივლის ქეისი“.
რატომ გაახსენდა კალაძეს ეს ქეისი ახლა? ხვალ, შაბათის ეთერში გადის რეპორტაჟი კალაძის დაუდეკლარირებელ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც ასობით ათასი ლარია. არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს ქონება მისი განკარგვის ქვეშ არის, თუმცა დეკლარაციაში არ წერია. კითხვა გავაგზავნეთ მერთან, გვიპასუხეს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს საქმე, რომელიც „წავაგეთ“. დღეს შევიდა აღსრულების მოთხოვნა. რა შეიძლება მოხდეს?
თუ ტელევიზიას არ ექნება სახსრები გადაიხადოს ეს ფული, აღსრულების ბიუროს შეეძლება შემოვიდეს და ამოიღოს ტელევიზიის ქონება. მაგალითად, მიკროფონი, კამერა, სკამი, კომპიუტერი, გაიტანოს აუქციონზე, გაყიდოს და ფული კალაძეს ჩაურიცხოს.
თბილისის მერი მაია მამულაშვილს უჩიოდა პირდაპირ ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო, რომლის თანახმადაც, „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო“.
სასამართლომ ჟურნალისტსა და ტელეარხს დააკისრა 15-15 000 ლარის გადახდა.
ხსენებულ ტენდერთან დაკავშირებით მერიისადმი/კალაძისადმი კითხვები თუ პირდაპირი ბრალდებები „ტვ პირველის“ ჟურნალისტამდე სხვა ადამიანების მხრიდანაც გაისმა.
თბილისის მერიაში პრობლემას ვერ ხედავდნენ ავტობუსებში გადახდილი თანხის რაოდენობაში.
მედიის წინააღმდეგ 28 სარჩელი შევიდა სასამართლოში, მიზანი ჟურნალისტების დაშინებაა — TI
ტვ „პირველი“ და მამულაშვილი კალაძის საჩივრის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმეს — ნოდარ მელაძე