“კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე…” – რას ამბობს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

“კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე (რომელიც შეზრდილია „ოცნების“ პარტიულ სტრუქტურაში), კონკრეტული რაოდენობის ადამიანები მოეყვანათ ნაძვის ხის ღონისძიებაზე.

ინსტრუქცია იყო მოსვლა ბავშვებით.

დიდ რაიონებს (სამგორი, გლდანი, საბურთალო, ისანი, ნაძალადევი) 1000 – 1000 ადამიანის მოყვანა დაევალა, შედარებით პატარა რაიონებს 500-500(მთაწმინდა, ვაკე, დიდუბე, ჩუღურეთი, კრწანისი).

ჯამში მხოლოდ 500-მდე ადამიანის მოყვანა შეძლეს (თვითდინებით არავინ მისულა) და ფაქტობრივად არცერთი ბავშვი, შავრაზმელებით გარშემორტყმული ნაძვის ხე და რუსთაველზე თავისუფალი, ლაღი და მხიარული დემონსტრანტები“, – წერს ნიკა მელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა