კალაძემ ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა

„ბატონ-ყმობაში ვიყავით საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და არ გვჭირდება ისეთი კავშირები, სადაც იგივე დამოკიდებულება იქნება“, — განაცხადა თბილისის მერმა მ ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის სხდომის დასკვნის კომენტირებისას კახა კალაძემ განაცხადა:
„მერწმუნეთ, ყველაფერი დალაგდება. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია — არ გვინდა ომი ქვეყანაში, არ გვინდა „მეორე ფრონტის“ გახსნა, არ გვინდა ქვეყანა მიუერთდეს სანქციებს, იმიტომ რომ, ეს ყველაზე აისახება — თავზე დაგვენგრევა და დაგვემხობა ეკონომიკა და შეიძლება, სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ. არ გვინდა, კაცო, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ყველანაირი თვალსაზრისთ დამაზიანებელი იქნება. არ გვინდა იგივე ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც ში ხდება. მტერს არ ვუსურვებ, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ჩვენ გვინდა მშვიდობა, განვითარება, წინსვლა, მეგობრობა. ბატონები არ გვჭირდება. ბატონ-ყმობაში ვიყავით საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და არ გვჭირდება ისეთი კავშირები, სადაც იგივე დამოკიდებულება იქნება. ევროკავშირი რატომ არის საინტერესო? იმიტომ, რომ არის სხვადასხვა სახელმწიფოები, რომელსაც თავისი კულტურა, ტრადიციები აქვთ“.
მისი თქმით, კავშირის საინტერესოა მრავალფეროვნებით და არა — „ერთნაირად დაშტამპული“ სახელმწიფოებით.
ევროპული საბჭო ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერების, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება და განსაზღვრავს ბლოკის ზოგად პოლიტიკურ მიმართულებას და პრიორიტეტებს. ევროპული საბჭოს სხდომა, იგივე ევროკავშირის ლიდერების სამიტი მინიმუმ წელიწადში ოთხჯერ იკრიბება. 17 ოქტომბრის სხდომაზე ევროპულმა საბჭომ იმსჯელა საქართველოს შესახებაც და დაასკვნა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. ევროკავშირი მოელის, რომ საპარლამენტო იქნება თავისუფალი და სამართლიანი.