კალასი: საქართველოა ერთადერთია კანდიდატებს შორის, რომელსაც წევრობის გზაზე რეგრესი აქვს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველო ერთადერთია კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელსაც ევროკავშირის წევრობის გზაზე რეგრესი აქვს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, საქართველოს გაერთიანების წევრობისკენ გზა არ აქვს, თუ ქვეყანაში პოლიტიკური გარემოებები არ შეიცვლება.
კალასმა დაამატა, რომ ამ ეტაპზე საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ “ნომინალურად” არის.
მისი განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში დადებითი შედეგები ძირითადა 4 ქვეყანას – მოლდოვას, ს, ალბანეთსა და მონტენეგროს აქვს.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მიმართ რაიმე შემზღუდავი ზომების დაწესებას, კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ცდილობენ, გამონახონ გზა, რათა სანქციები დაუწესდეს იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ ძალადობას მიმართავენ.
“როგორც იცით, ვცდილობდით, რომ სანქციები დაგვეწესებიან იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც მიმართაენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ამ დროისთვის, ამ საკითხზე ყველა წევრის სახელმწიფოს თანხმობა არ გვაქვს, თუმცა ამ საკითხის გადასაჭრელად სხვა გზებს ვეძებთ”, – თქვა კალასმა.