კალასი პრემიერის თანამდებობიდან გადადგა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას უხელმძღვანელებს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი გადადგა, რათა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს. ინფორმაცია ამის შესახებ ორშაბათს, პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა.
47 წლის კალასი, ს პრემიერ მინისტრი 2021 წელს გახდა. კალასი, მოსკოვის და მისი, როგორც თავად ამბობს, ექსპასიონისტური მიზნების, ძლიერ კრიტიკოსად და მოწინააღმდეგედ მიიჩნევა. ის მხარს უჭერს უკრაინის უპირობო მხარდაჭერას და ამისთვის ზეწოლას ახდენს, მოკავშირეებსა და პარტნიორებზე.
მისი ხელმძღვანელობით, ესტონეთი, ბალტიისპირეთის პატარა რესპუბლიკა 1,4 მილიონი მოსახლეობით, ერთ სულ მოსახლეზე, უკრაინის სამხედრო დახმარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი გახდა.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კალასი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს იქამდე, ვიდრე აგვისტოს დასაწყისში ახალი მთავრობა არ დამტკიცდება. მისი პარტია ახალ ლიდერს 8 სექტემბერს აირჩევს.