კალასი: ვახდენთ ზეწოლას მათზე, ვინც მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას ახორციელებენ

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი საქართველოში მიმდინარე რეპრესიებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსთან ისაუბრა.
“ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ დაკავებებით, ვგულისხმობ ადამიანების დაპატიმრებებს”- თქვა კალასმა.
მისი თქმით, ზეწოლას ახდენენ იმ ადამიანებზე, რომლებიც ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
“ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ”, – აღნიშნა კალასმა.