კალასის კრიტიკამ მაშინ გამძაფრდა, როცა საარტილერიო ჭურვების შესყიდვის გეგმა 5 მილიარდი ევროთი შეამცირა

ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე კაია კალასის საქმიანობის პირველმა პერიოდმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: ზოგიერთი დიპლომატი მას უკომპრომისო სტილის, სადმი აგრესიული პოზიციისა და ს ადმინისტრაციის მიმართ დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს, რის გამოც კალასს ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან წინააღმდეგობები შეექმნა. ეს შეფასება გამოცემა „პოლიტიკოს“ სტატიაშია გამოთქმული.
კალასს, როგორც ომის პერიოდის ლიდერს, მომხრეებიც ჰყავს, თუმცა, უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ მისმა მკვდრადშობილმა წინადადებამ ევროკავშირის ზოგიერთ წამყვან სახელმწიფოში, როგორიცაა, მაგალითად, საფრანგეთი, შეშფოთება გამოიწვია.
„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ხელმძღვანელის თანამდებობაზე კალასის სტარტი „იოლი არ ყოფილა“ და ევროკავშირის უმაღლეს იერარქიაში ის კვლავ აუტსაიდერად მიიჩნევა. ერთმა დიპლომატმა პირდაპირ აღნიშნა: „ის (კალასი) კვლავ პრემიერ-მინისტრივით იქცევა“, ხოლო ევროკავშირის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დასძინა: „ნაფიცი მსაჯულები ჯერ არ გამოჩენილან“.
სტატიაში ნათქვამია, რომ მუშაობის პირველ თვეებში დაშვებული შეცდომების გამო, კალასი ევროკავშირის 10 დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა გააკრიტიკა. ამის მიზეზია გაუზრებელი წინადადებების წამოყენება, რომლებმაც მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ასევე მისი ტვიტი ს მისამართით: „ევროკავშირს სურს, რომ მ ეს ომი მოიგოს“. ამ უკანასკნელმა განცხადებამ ზოგიერთი ძალიან შეაშფოთა და ერთ-ერთმა მათგანმა პირდაპირ თქვა: „თუ კალასს მოვუსმენთ, გამოდის, რომ ჩვენ ომში ვართ რუსეთთან, რაც ევროკავშირის ხაზი არ არის“.
კალასი ლიდერობის შესახებ მისი ტვიტის გამოც გააკრიტიკეს. საუბარია 28 თებერვალს თეთრ სახლში ტრამპსა და ზელენსკის შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სოციალურ მედიაში კალასის მიერ განთავსებულ პოსტზე, შემდეგი ტექსტით: „დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება“. მან კრიტიკა -ს სახელმწიფო მდივან მარკ რუბიოსთან არშემდგარი შეხვედრის გამოც დაიმსახურა, რაც „არასაკმარის მომზადებას“ დაბრალდა, თუმცა ეს კრიტიკა კალასის პრესმდივანმა უარყო.
„პოლიტიკოს“ ცნობით, კალასის კრიტიკამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც მან საარტილერიო ჭურვების შესყიდვის გეგმა 5 მილიარდი ევროთი შეამცირა. ორმა დიპლომატმა კალასი იმაში დაადანაშაულა, რომ წინადადების ოფიციალურად წარდგენამდე, მას გარანტირებული მხარდაჭერა მიღებული არ ჰქონდა ისეთი წამყვანი ქვეყნისგან, როგორიც საფრანგეთია. თუმცა „პოლიტიკოს“ ერთ-ერთმა რესპონდენტმა კალასი დაიცვა და აღნიშნა, რომ პროცესი ამის მიუხედავად კრიტიკას მაინც დაიმსახურებდა.
კრიტიკის მიუხედავად, კალასს ჯერ კიდევ ჰყავს მხარდამჭერები. მათ შორის არის დანიის პრემიერ მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი, ერთ-ერთმა დიპლომატმა კი განაცხადა: „საერთოდ, ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ მისით“.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელად კაია კაალსი გასული წლის ივნისში დაინიშნა, როდესაც ის ჯერ კიდევ ს პრემიერ-მინისტრი იყო. თავის ქვეყანაში მთავრობის მეთაურის პოსტი მან ივლისში დატოვა. ამჟამინდელ თანამდებობაზე მუშაობა კალასმა 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში დაიწყო.
წყარო:1 არხი