კალანდაძის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას არანაირი შეხება არა აქვს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სამუშაოებთან | მერია

ორთაჭალაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მერია აცხადებს, რომ კრწანისის ქუჩაზე (კალანდაძის ქუჩის მოპირდაპირედ) სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობდა და ქუჩაზე კომპანია “იბერი” მუშაობდა:
“გაცნობებთ, რომ კრწანისის ქუჩაზე(კალანდაძის ქუჩის მოპირდაპირედ) სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე მუშაობდა კომპანია “იბერი”. კალანდაძის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას, არანაირი შეხება არა აქვს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სამუშაოებთან,” – აცხადებს მერია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ორთაჭალაში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთაზე სატვირთო მანქანა დაგორდა, რომელმაც 15 წლის მოზარდი მოიყოლა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. -მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.