კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომამ გადაწყვიტა, რომ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება.
“გაიმართა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა. სადაც განიხილეს ეროვნული ნაკრების უკანასკნელი პერიოდის მატჩები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე. პრეზიდიუმმა ერთხმად გადაწყვიტა – ტიტე კალანდაძეს და სამწვრთნელო შტაბს გამოეცხადოს დიდი მადლობა გაწეული მუშაობისთვის. ამიერიდან ნაკრებს ახალი უცხოელი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. მის შერჩევაზე მუშაობა ევრო 2028 ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ დაიწყება. წილისყრა დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე, ლისაბონში გაიმართება”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ნაკრები ტიტე კალანდაძის ხელმძღვანელობით ზედიზედ ორჯერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ისრაელთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორრაუნდიან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა.