კალანდარიშვილი: სადღაც უკან თუ ფერი გამოვიდა, ეს როგორაა ხმის ფარულობის დარღვევა?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კვლავ ირწმუნება, რომ ს დღეს მოქალაქეების ხმის ფარულობა არ დარღვეულა.
რუსთავი 2-ის ეთერში ის ამტკიცებს, რომ კენჭისყრის დღე “მიმდინარეობდა გამართულად და მაღალპროფესიულ დონეზე”.
კალანდარიშვილის თქმითვე, შესაძლოა, ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი ჩანდა, მაგრამ ” ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს არჩევანი არის ხელმისაწვდომი ვინმესთვის”.
“კაბინიდან როდესაც გამოვიდა ამომრჩეველი და ამ დროს, ჩვენ შეთავაზებული გვქონდა ამომრჩევლისთვის სპეციალური ჩარჩო ფორმა, რომელშიც თავსდებოდა ამობრუნებული სახით ბიულეტენი და ზუსტად ეს ამობრუნებული სახით მოთავსებაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციის გათვალისწინებით უზრუნველვყავით, რომ კიდევ დამატებით ინსტიტუციას მოეფიქრებინა და გადაწყვეტა ჰქონოდა ფარულობის მაქსიმალურ გადაზღვევასთან მიმართებაში და არა სახით, არამედ გადმობრუნებული სახით ბიულეტენი თავსდებოდა სპეციალურ ჩარჩო ფორმაში, რომელშიც მისი სრულყოფილად მოთავსებისა და შემდეგ აპარატში მისი მოთავსების შემთხვევაში, ვერ მოხდებოდა თუნდაც, უკანა მხარეზე გამოჟონილი მარკერის ფერის იდენტიფიცირება.
თუმცა, სულ რომ ის, რაც წუხილად არის წარმოჩენილი, რომ თითქოს ეს ჩანდა და არავინ არ უარყოფს, რომ შესაძლოა, ეს ჩანდა, მათ შორის, არაერთი კადრი გვინახავს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კენჭისყრის დღეს კომისიებმაც ეს ყველაფერი ნახეს, თუ ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს არჩევანი არის ხელმისაწვდომი ვინმესთვის”- თქვა კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილისთვის გაუგებარია, თუ მარკერმა გამოჟონა, როგორ ნიშნავს ეს ფარულობის დარღვევას.
“კონსტიტუციური პრინციპი რა არის? ხმის ფარულობა და უკან რომ სადღაც ფერმა გამოიტანა და გამოკვეთამ ეს როგორ ნიშნავს ხმის ფარულობის [დარღვევას] როდესაც იქ იდენტიფიცირებადი არ არის X, Z თუ რომელ სუბიექტს მიეცა ხმა? ან ვინ გაზომა, ვინ საიდან იცის რომელ კონკრეტულ სუბიექტს მიეცა ხმა?” – ამბობს კალანდარიშვილი.
არჩევნების შემდეგ არაერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხმის მიცემის შემდეგ მარკერი ბიულეტენის მეორე მხარეს კვალს ტოვებდა, რითაც ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა. ამაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიებიც.
ირწმუნება, რომ ქაღალდი, რომელზეც მოქალაქეები პარტიებს აფერადებდნენ, უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო.