კალათბურთში საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა, ფეხბურთში კი ბულგარეთს ამარცხებს

ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა რიგაში მიმდინარე შეხვედრაში საფრანგეთი დაამარცხა. ამრიგად საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში ითამაშებს.
ანგარიში 80:70 დასრულდა.
შეგახსენებთ, საბერძნეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 90:86 ესპანეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა, თავად პირველი ადგილი დაიკავა, ამრიგად საქართველოს გზა გაეხსნა მერვედფინალისკენ.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს 2:0 ამარცხებს. შეხვედრაში მეორე გოლი ნიკა გაგნიძემ ტაიმის მიწურულს – 44-ე წუთზე გაიტანა. ეს მისი სადებიუტო გოლია ეროვნულ ნაკრებში.
შეგახსენებთ, მატჩში ანგარიში კაპიტნის სამკლაურით მ 30-ე წუთზე გახსნა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა “დინამო არენაზე“ მიმდინარეობს.
ჯამში 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და -ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს.