კალაბრიის ხენიას წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2024-ზე ქართველი პოეტი დათო მაღრაძე თავის შემოქმედებას წარადგენს

კალაბრიის ხენიას წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2024-ზე ქართველი პოეტი თავის შემოქმედებას წარადგენს.
ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ფესტივალის გვერდზე ქვეყნდება.
თავისუფლების პოეტი, – ასეთი ტიტულითაა მოხსენიებული დათო მაღრაძე კალაბრიის ხენიას წიგნის საერთაშორისო ფესტივალი -2024-ის გვერდზე.
გავრცელებული ინფორმაციით, დათო მაღრაძე ფესტივალს თავის შემოქმედებას 31 აგვისტოს წარუდგენს და კრიტიკოსებისა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.