კაკლის გადამმუშავებელი კომპანია “ანიგოზის” თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ინდოეთის ბაზარი ქართული კაკლის ექსპორტისთვის საინტერესო და მიმზიდველია. ამის შესახებ ანა ქევხიშვილმა BMGTV-ის გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას ისაუბრა.
“კაკლისა და ნუშის მიმართულებით ყოველწლიურად ვაკეთებთ საერთაშორისო ბაზრების ანალიტიკას, როგორც მწარმოებელი, ასევე შემსყიდველი ქვეყნებისა. ინდოეთი არის გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის, კონკრეტულად ჩანდლერის ჯიშის კაკალს ყიდულობს. ქართული ჩანდლერი ძალიან ახლოსაა თავისი ხარისხობრივი მაჩვენებლით ჩილეურთან, ჩილე კი ცნობილია, როგორც ყველაზე მაღალი ხარისხის კაკლის მწარმოებელი. ჩილეური კაკლის ძირითადი ნაწილი, ყველაზე მაღალი ხარისხი, ინდოეთის ბაზარზე გადის, მთავარი მომხმარებელია. შესაბამისად, ვცდილობთ, ახალ მომხმარებელს მივუთითოთ, რომ მაგალითად კალიფორნიის კაკალზე მაღალი ხარისხის პროდუქტს ვაწარმოებთ.
