კაიროში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი იწყება

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში დღეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი იწყება.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნებთან დაკავშირებით უკან დახევას არ აპირებს, თუმცა კაიროში დელეგაციას გაგზავნის, რომელსაც „ჰამასის“ ლიდერის მოადგილე, ხალილ ალ-ჰაია უხელმძღვანელებს.
„მოთხოვნებია: ცეცხლის სრული შეწყვეტა, ღაზის სექტორიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა, იძულებით გადაადგილებული პირების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება, გადაადგილების თავისუფლება, მათი ჰუმანიტარული დახმარებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფა და მძევლების გაცვლის სერიოზული შეთანხმება“, – ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.
კაიროში ჩავა ს დელეგაციაც.
მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებებს ასევე დაესწრებიან -ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ბილ ბერნსი და კატარის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანი.

ასევე დაგაინტერესებთ