„კაირნსის თასზე“ ნანა ძაგნიძემ 5 ქულით III-VI ადგილები გაინაწილა

ამერიკის სენტ-ლუისში დასრულდა საჭადრაკო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება „კაირნსის თასი“ მსოფლიოს უძლიერესი ქალი – მოჭადრაკეების მონაწილეობით. ტურნირში სპეციალური მიწვევით ასპარეზობდა ქართული ჭადრაკის ლიდერი, ნანა ძაგნიძე.
შეჯიბრებაზე 9-იდან 6 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა მსოფლიოს ექსჩემპიონმა ტან ჟონგმა (ჩინეთი).
ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ანა მუზიჩუკმა ().
ნანა ძაგნიძემ 5 ქულით III-VI ადგილები გაინაწილა.
აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი საჭადრაკო ‘შესვენების შემდეგ, „კაირნსის თასი“ პირველი ტურნირი გახლდათ და ქართველმა დიდოსტატმა შესანიშნავად ითამაშა.
ტურნირი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა.
ასპარეზობის საპრიზო ფონდი – $200,000 შეადგენდა

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციას უნდა შევხედოთ, როგორც მკაფიო სიგნალს: ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ, მეორე მხარეს კი დარჩენა იზოლაციაში – ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, „ქართული ოცნება“ გაუშვას პენსიაზე