ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გაუმართლებელია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ცნობით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანასთან დაკავშირებით ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდეონ საარს ესაუბრა.
„ნათლად განვაცხადე, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დახმარების განაწილების პუნქტებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები უნდა შეწყვიტონ. ყველა ვარიანტი განიხილება, თუ ისრაელი თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს“, – წერს კაია კალასი.
გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA) ცნობით, ბოლო ორი თვის გამავლობაში ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტებში 1000-მდე ადამიანი დაიღუპა.
