კაია კალასი – უკრაინის მიერ ტერიტორიის დათმობების შეთავაზება პუტინის ხაფანგია, რომელშიც ჩვენი გაბმა სურს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ არ უნდა აიძულონ, მომავალი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს.
სთვის უკრაინის ტერიტორიების შენარჩუნების უფლების მიცემა ხაფანგია, რომელშიც პუტინს სურს, რომ გავებათ“, – აღნიშნა კალასმა.
მისი თქმით, საჭიროა უკრაინის სანდო და მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფა.
„უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინის ძლიერი არმიაა“, – განაცხადა კალასმა და ხაზი გაუსვა ისეთი გარანტიების შექმნის მნიშვნელობას, რომელიც „მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩება“.
ალასკის სამიტზე საუბრისას კალასმა განაცხადა, რომ პუტინმა მიიღო ყველაფერი, რაც სურდა.
„მას ისე თბილად დახვდნენ და სურდა, რომ სანქციები არ დაეწესებინათ, რასაც ასევე მიაღწია. პუტინი უბრალოდ იცინის, მკვლელობებს კი არ წყვეტს, არამედ უფრო მეტს სჩადის. გვავიწყდება, რომ რუსეთი არანაირ დათმობაზე არ წავიდა“, – აღნიშნა კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ