კაია კალასი – უკრაინისთვის რუსული აქტივებით დაფინანსებული ე.წ. „სარეპარაციო სესხის“ გამოყოფა საერთაშორისო სამართალს არ დაარღვევს – ზიანის მიყენების შემთხვევაში, კომპენსაცია უნდა გადაიხადო

უკრაინისთვის რუსული აქტივებით დაფინანსებული ე.წ. „სარეპარაციო სესხის“ გამოყოფა საერთაშორისო სამართალს არ დაარღვევს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა კოპენჰაგენში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყების წინ განაცხადა.
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის ე.წ. „სარეპარაციო სესხის“ გამოყოფის იდეას განიხილავენ, რომლის ღირებულება 140 მილიარდი ევრო იქნება და გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით დაფინანსდება.
„საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია, რომ ზიანის მიყენების შემთხვევაში, კომპენსაცია უნდა გადაიხადო. ამჟამად უკრაინას უზარმაზარ ზიანს აყენებს და არასწორი იქნება, თუ ამას ვინმე სხვა აანაზღაურებს. ფუნდამენტური პრინციპი ეს არის“, – განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.
„ჯერჯერობით რაიმე ვადას ვერ დავასახელებ. ვეცდებით, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…