კაია კალასი – უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა, რუსეთმა უბრალოდ ითამაშა, ვფიქრობ, ისინი ახლაც თამაშობენ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს თამი ადანაშაულებს.
„რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა მას ნამდვილად სურდეს მშვიდობა და სთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. თუ ისინი უკრაინის დაბომბვას გამუდმებით განაგრძობენ, თუ ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება, ცეცხლის ქვეშ მოლაპარაკებები ვერ წარიმართება“, – განაცხადა კალასმა ლონდონში, სადაც ის ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
კითხვაზე, წინააღმდეგი იქნება თუ არა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებების, თუკი შეხვედრა ასეთი პაუზის გარეშე გაიმართება, კალასმა უპასუხა:
„გვინდა დავინახოთ, რომ რუსეთს მშვიდობა სურს. მშვიდობის სურვილს ორი მხარე სჭირდება, ომის სურვილს მხოლოდ ერთი სჭირდება და ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს ომი აშკარად სურს. უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა. რუსეთმა უბრალოდ ითამაშა. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ისინი ახლაც თამაშობენ“, – აღნიშნა კალასმა.