კაია კალასი ტექნიკური პრობლემის გამო საგარეო საქმეთა მინისტრებსა და სტივ უიტკოფს შორის საუბრის ჩაშლაზე – არ ვიცი, კიბერშეტევა იყო თუ არა, მაგრამ ტექნიკურმა საშუალებებმა არ იმუშავა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და -ის პრეზიდენტის მრჩეველ სტივ უიტკოფს შორის საუბარი ტექნიკური პრობლემის გამო ჩაიშალა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
კაია კალასის ცნობით, -ის პრეზიდენტის მრჩევლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან საუბარი ონლაინ ფორმატში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას იყო დაგეგმილი, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო არ შედგა.
„სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებების შედეგების შესახებ სათქმელი არაფერი მაქვს, რადგან, არ ვიცი, ეს კიბერშეტევა იყო თუ არა, მაგრამ ტექნიკურმა საშუალებებმა არ იმუშავა“, – აღნიშნა კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა