კაია კალასი – საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების ნაწილზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე შემდგომში

საქართველოსთან დაკავშირებით განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეალური ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ, არ განახორციელოს ზეწოლა ოპოზიციაზე და გავაგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ორშაბათს, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების ნაწილზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
„ორშაბათს განვიხილეთ და ვერ მივაღწიეთ შეთანხმება სანქციების ნაწილზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე შემდგომში“, – აღნიშნა კაია კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად