ჩვენ რუსეთზე ზეწოლის ზრდას ვაგრძელებთ, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.
„ეს უზრუნველყოფს იმას, რომ 210 მილიარდ ევრომდე ოდენობის რუსეთის თანხები ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩება, ვიდრე რუსეთი მის მიერ მიყენებული ზარალისთვის უკრაინას რეპარაციებს არ გადაუხდის. უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით მომავალ კვირას დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტი გადამწვეტი მნიშვნელობის იქნება“, – წერს კალასი X-ზე.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც.
„ოქტომბერში, ევროპელმა ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩებოდა, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს არ დაასრულებდა და მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებდა. დღეს ეს ვალდებულება შევასრულეთ. შემდეგი ნაბიჯი 2026-2027 წლებისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფაა“, – აღნიშნავს კოშტა.




