კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

რუსეთს ამ ომის მალე დასრულება არ სურს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ალასკაზე შეხვედრის წინ ევროკავშირმა და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა პრეზიდენტ ტრამპთან პოზიციების შესათანხმებლად იმუშავეს. მაგრამ, მკაცრი რეალობა ის არის, რომ რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს. დელეგაციების შეხვედრის მიუხედავადაც კი, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი თავდასხმები დაიწყო“, – წერს კაია კალასი.
მისი თქმით, ს პრეზიდენტი, „ მოლაპარაკებების გაჭიანურებას აგრძელებს და იმედოვნებს, რომ ეს გამოუვა“.
„მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია. ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის ს წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობით. ევროპის უსაფრთხოება მოლაპარაკებების საგანი არ არის“, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: “კარგად ხომ მოიქეცით? ახლა კიდევ უფრო უკეთ უნდა მოიქცეთ” არის რუსების მიდგომა. სანამ ფორმალურ-იურიდიულად არ წაიღებენ ქვეყანას მანამდე არ გაჩერდებიან. ქოცებსაც ბოლომდე მიაწვებიან და გაანადგურებენ