კაია კალასი – რუსეთს მშვიდობა არ სურს – გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერას და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას

რუსეთის ყოველი თავდასხმა მიზანმიმართულად გაკეთებული არჩევანი და გზავნილია: რუსეთს მშვიდობა არ სურს, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ს მიერ ზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.
„დღევანდელი დარტყმები, მათ შორის კიევში მთავრობის შენობაზე, ესკალაციის აშკარა ნიმუშის ნაწილია. გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერას და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა.