კაია კალასი – დეზინფორმაციის კამპანიას სომხეთშიც აძლიერებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროპული კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ კაია კალასმა ევროპული პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას, მათ შორის სომხეთში რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიაზე ისაუბრა.
“ვხედავთ, რომ რაც უფრო უახლოვდება ქვეყანა ევროკავშირს, მით უფრო იზრდება ზეწოლა მავნე უცხოური გავლენებისგან. და მისი პროქსები დეზინფორმაციის კამპანიებს ამძიმებენ, მათ შორის სომხეთში, მომავალი წლის არჩევნების წინ. მოლდოვა იყო ამ წლის მთავარი სამიზნე, თუმცა, ის ასევე საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ ამ გამოწვევის დაძლევა შეიძლება”, – განაცხადა კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია