კაია კალასი რომ სანქციებით გვემუქრება, მისმა ქმარმა დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთში 200 მლნ დოლარი იშოვა

კაია კალასი რომ სანქციებით გვემუქრება, მისმა ქმარმა დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთში 200 მლნ დოლარი იშოვა. მგონი დღემდე არ დაუხურავს, – წერს სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების საპასუხოდ.
სალუქვაძე ბალტიისპირეთის ქვეყნების ბოლოდროინდელ ნაბიჯებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სამივე სახელმწიფომ ხმა მისცა რეზოლუციას, რომლითაც საქართველოს სანქციების დაწესებას, ანუ ომს სთხოვენ, რაც შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ ისინი ფიქრობენ, საქართველოსთან ვითარების გართულების შემთხვევაში, სთვის ვეღარ მოიცლის.
“კაია კალასი რომ სანქციებით გვემუქრება, მისმა ქმარმა დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთში 200 მლნ დოლარი იშოვა. მგონი დღემდე არ დაუხურავს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დემოკრატებს უჭერდა მხარს. ახლა ტრამპს ჩერჩილს ადარებს.
დასავლეთს აკრიტიკებს, ს სუსტად ეხმარებიანო. რუსეთმა თუ უკრაინაში გაიმარჯვა, ესტონეთს მიადგებაო. ჩვენთან რომ მომდგარია, ფეხებზე ჰკიდია. სამივე პოსტსაბჭოთა ბალტიისპირეთმა ხმა მისცა რეზოლუციას, რომლითაც სანქციების დაწესებას, ანუ იგივე ომს გვთხოვენ. ალბათ ფიქრობენ, რომ თუ რუსეთთან გაგვირთულდება, რუსეთო ესტონეთისთვის ვერ მოიცლის.
ერთ ციფრს გაგაცნობთ. 2023 წელს რუსეთი, ევროკავშირის მიღმა ქვეყნებს შორის ესტონეთის ექსპორტში პირველ ადგილს იკავებს. რუსეთის წილად 15% მოდის. გულის ამრევია ამ ფონზე ჩვენ მოგვთხოვონ სანქციების დაწესება.
ზოგადად ბალტიისპირეთის ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა ძაან გადაისვარეს თავზე. შეგვასწრეს ნატოში, ევროკავშირში და ზემოდან დაგვყურებენ. მაგარი უთავმოყვარეო უნდა იყოს ადამიანი, ამათი აღვირახსნილობა რომ მოეწონოს.” – წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას შეხვდა-თუ ხელისუფლების მიმართ “არაღიარების პოლიტიკა“ მოქმედებს, რატომ ხვდებიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მათ

თუ იოსელიანი 3 დღის წინ გაიტაცეს და 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს? რატომ არ მოითხოვა მყისიერად სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღება და ნაცვლად ამისა რატომ დაელოდა ორშაბათ დღეს, იმისათვის რომ პოლიტიკური შოუ მოეწყო…?