კაია კალასი „რადიო თავისუფლებაზე“ – ახლა ჩვენს წინაშე დგას შეკითხვა, შეგვიძლია თუ არა საკუთარი დაფინანსებით სიცარიელე შევავსოთ, რომელსაც ტოვებს – ეს ავტომატურად არ მოხდება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი სამწუხაროს უწოდებს -ის დაფინანსების შეწყვეტას “რადიო თავისუფლებისთვის“.
კაია კალასი აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეჩერებისა და „ამერიკის ხმის“ თანამშრომლების ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„სამწუხაროა, რომ აშშ დაფინანსებას წყვეტს. ახლა ჩვენ წინაშე დგას შეკითხვა, შეგვიძლია თუ არა საკუთარი დაფინანსებით ის სიცარიელე შევავსოთ, რომელსაც აშშ ტოვებს. ამ კითხვაზე პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ავტომატურად არ მოხდება, რადგან ჩვენ ბევრი ორგანიზაცია გვყავს, რომლებიც იმავე თხოვნით მოგვმართავენ“, – განაცხადა კაია კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა