კაია კალასი – ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ გრენლანდიელებისა და დანიელების გადასაწყვეტია – ველით, რომ ყველა პარტნიორი მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს

გრენლანდია დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა – აღნიშნულ სტატუსთან დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ გრენლანდიელებისა და დანიელების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ დანიასა და გრენლანდიას სოლიდარობას ვუცხადებთ. ველით, რომ ჩვენი ყველა პარტნიორი მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს და გაერო-ს ქარტიითა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საერთაშორისო ვალდებულებებს დაიცავს“, – წერს კალასი X-ზე.
კაია კალასის განცხადება -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანას შტატის გუბერნატორის, ჯეფ ლენდრის დანიშვნას მოჰყვა.
მანამდე, დანიელი და გრენლანდიელი ხალხის მხარდასაჭერი განცხადება ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ გაავრცელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)