კაია კალასი – მიმდინარე კვირა დიპლომატიისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირა უკრაინის საკითხთან დაკავშირებული დიპლომატიისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს.
„ცხადია, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს და ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ , რათა ისინი მზად იყვნენ საკუთარი თავის დასაცავად ამ ძალიან, ძალიან რთულ დროს“, – აღნიშნა კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლა შემდგომი სანქციების დაწესებით, უკრაინისთვის ე.წ. „სარეპარაციო სესხის“ გამოყოფით და ასევე სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – გეტყვით, რამ დამარტყა და რამ მიკბინა: მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის! ეს იყო წინასწარი გადაწყვეტილება, ყველაფერი ვიყიდე და მოვამზადე

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიზანი ტერორისტული აქტის ჩადენა არ ყოფილა, ეს რომ სდომოდა, იარაღი ჰქონდა და შეეძლო სამი მანდატურის შეჩერება – მანდატურები რომ არ დაზიანებულიყვნენ, ხელი აიღო განზრახვაზე