კაია კალასი: ლიეტუვა, ლატვია და რუსეთის ელექტრო ქსელს სამუდამოდ გამოეთიშებიან – ეს თავისუფლებისა და ევროპის ერთიანობის გამარჯვებაა

ლიეტუვა, ლატვია და ხვალ სამუდამოდ გამოეთიშებიან რუსეთის ელექტრო ქსელს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ვეღარ გამოიყენებს ენერგორესურსებს შანტაჟის იარაღად. ეს არის თავისუფლებისა და ევროპის ერთიანობის გამარჯვება“, – წერს კალასი.

ცნობისთვის, ბალტიის ქვეყნები – ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მეზობელი რუსეთისა და ბელარუსის ელექტროენერგიის ქსელს გამოეთიშებიან და ევროკავშირელი მოკავშირეებისკენ გადაერთვებიან.

„ეს არის ფიზიკური გათიშვა რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემაზე ჩვენი დამოკიდებულების უკანასკნელი ელემენტისგან,” – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ Associated Press-თან ინტერვიუში.

Associated Press-ი წერს, რომ ნავთობით და გაზით მდიდარ რუსეთთან ელექტროენერგიით კავშირების გაწყვეტა გეოპოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობის ფაქტია. ამ მიმართულებით მუშაობა დაჩქარდა მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას