კაია კალასი კიევში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი კიევში ჩავიდა.
კალასის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ მას კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დახვდა.
„უკრაინელები თავიანთი გამბედაობით მსოფლიოს შთააგონებენ. მათი გამძლეობა ჩვენს სრულ მხარდაჭერას მოითხოვს. დღეს კიევში ვარ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის, უკრაინის ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოებისა და ომის დანაშაულებისთვის რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მოლაპარაკებებისთვის“, – წერს კალასი.

ასევე დაგაინტერესებთ

შათირიშვილი: „დიპ სტეიტის“ საძულველი ორბანი, ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა, მაგრამ ეს ადმინისტრაცია ანტიევროპულ სხეულად მოგვევლინა და ახლა ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით – სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს

კობახიძე: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გადავხედეთ ხელშეკრულებას და შედეგად, პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით, 52,5 მილიონი დოლარით შემცირდა – უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი