ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს განიხილავენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას.
„ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია“, – წერს კალასი.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა.
