როდესაც ორი დიდი დემოკრატია ერთად მოქმედებს, ჩვენ უფრო ძლიერ საერთო უსაფრთხოებას ვაშენებთ – ძლიერი პარტნიორობა აძლიერებს ჩვენს ძალას, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ინდოეთსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას.
„დიდი სიამოვნებით მოვაწერეთ ხელი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან ერთად ახალ შეთანხმებას „ევროკავშირსა და ინდოეთის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობას“. პაქტი ითვალისწინებს ყოველწლიური დიალოგის დაწყებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე და საზღვაო უსაფრთხოების, კიბერ საკითხებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენ ასევე შევისწავლით ინდოეთის მონაწილეობას ევროპულ თავდაცვის ინიციატივებში“, – წერს კალასი.
მისი განცხადებით, მსოფლიო წესრიგის ცვლილებასთან ერთად, ევროკავშირი გააგრძელებს დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას მთელ მსოფლიოში. „ძლიერი პარტნიორობა აძლიერებს ჩვენს ძალას“, – წერს კალასი.
შეგახსენებთ, ინდოეთმა და ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ეს შეთანხმება 2032 წლისთვის ინდოეთში ევროკავშირის საქონლის ექსპორტს გააორმაგებს, ექსპორტის 96.6%-ის ტარიფების გაუქმებით ან შემცირებით და საერთო ჯამში, ტარიფების შემცირება ევროპულ პროდუქტებზე გადასახადებიდან წელიწადში დაახლოებით 4 მილიარდ ევროს დაზოგავს.
მოსალოდნელია, რომ ეს შეთანხმება 2032 წლისთვის ინდოეთში ევროკავშირის საქონლის ექსპორტს გააორმაგებს, ინდოეთში ევროკავშირის საქონლის ექსპორტის 96.6%-ის ტარიფების გაუქმებით ან შემცირებით. საერთო ჯამში, ტარიფების შემცირება ევროპულ პროდუქტებზე გადასახადებიდან წელიწადში დაახლოებით 4 მილიარდ ევროს დაზოგავს.




