კაია კალასი – ვინც ში ომის გაგრძელებას შესაძლებელს ხდის, საფასური უნდა გადაიხადოს

ვინც ში ომის გაგრძელებას შესაძლებელს ხდის, საფასური უნდა გადაიხადოს , – ამის შესახებ ევროკავშორის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ჩვენ სანქციების მე-15 პაკეტი მივიღეთ, მათ შორის ჩრდილოვანი ფლოტის, ასევე ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირებისა და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვისთვის დრონებს ამზადებენ. ჩვენი მცდელობები იმისთვის, რომ ომის წარმოებისთვის ს შესაძლებლობები შეიზღუდოს, გრძელდება“, – წერს კაია კალასი.
შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირმა ს წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო, რომელიც 54 ფიზიკურ პირსა და 30 ორგანიზაციას მოიცავს. სანქციების ახალი პაკეტის მიზანია კიდევ უფრო შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, განახორციელოს უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლკი სამშვიდობო გეგმაზე – პრაგმატიზმი მოითხოვს ომის შეჩერებას ამ ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნგრევა და მსხვერპლი გაგრძელდება – ზოგს აწყობს მშვიდობა, ზოგს – ომის განვითარება, ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატია „ომის პარტიად“ გვევლინება