კაია კალასი: ვიდეო ისრაელელი მძევლებით „საშინელი“ და ბარბაროსულია

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, 3 აგვისტოს განაცხადა, რომ ჰამასისა (ტერორისტული ორგანიზაცია -ში და ევროკავშირში) და ისლამური ჯიჰადის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ვიდეოები, რომლებზეც გამოსახულია ისრაელელი მძევლები, „საშინელი“ და ბარბაროსულია.

მძევლების სურათები საშინელებაა და აჩვენებს ჰამასის ბარბაროსობას. ყველა მძევალი დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. ჰამასი უნდა განიარაღდეს და დაასრულოს თავისი მმართველობა ღაზაში. ამავდროულად, ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიეწოდოს გაჭირვებაში მყოფ“, პალესტინელებს – წერს კალასი X.li-ზე

ისრაელის პრემიერმინისტრი ესაუბრა ღაზაში დაკავებული იმ ორი მძევლის ნათესავებს, რომლებიც პალესტინის მებრძოლი ჯგუფების მიერ გასულ კვირაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან. ნეთანიაჰუმ ღრმა “შოკი”გამოხატა ვიდეოჩანაწერებში ნანახის გამო.

ჰამასმა და მისმა მოკავშირე ისლამურმა ჯიჰადმა გამოაქვეყნეს სამი ვიდეოჩანაწერი, რომლებზეც ჩანს ორი მძევალი, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს აიყვანეს მძევლად.
“ისინი იმას ჭამენ, რასაც ჩვენ ვჭამთ. სწორედ საოკუპაციო მთავრობამ გადაწყვიტა მათი შიმშილით მოკვლა“, -აცხადებენ ისლამისტები ჰამასის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე თანდართულ ტექსტში.
ვიდეოჩანაწერებს 21 წლის რომ ბრასლავსკის და 24 წლის ევიატარ დავიდის გამოსახულებით , რომლებიც თითქმის 22-თვიანი ტყვეობის შემდეგ გამოფიტულები ჩანან, ისრაელში მწვავე რეაქცია გამოიწვია. ისრაელის საზოგადოებაში მათ გამოქვეყნებას მოჰყვა ახალი მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტისა და და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების დაუყოვნებლივ მიღწევის შესახებ.

ისრაელის პრესის თანახმად, ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა თელ-ავივის ცენტრში და ნეთანიაჰუს მთავრობას მოსთხოვა, იზრუნოს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისთვის.
ვიდეოებში მინიშნებაა ღაზაში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ პირობებზე. გაეროს მანდატით მიწვეულმა ექსპერტებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ ომით განადგურებულ ტერიტორიაზე „შიმშილობა მძვინვარებს“.
AFP-ის ცნობით, ამასობაში, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა განაცხადა, რომ მან ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე ილოცა.
ბენ-გვირი მემარჯვენე ექსტრემისტი პოლიტიკოსია, რომელსაც ამას წინათ ნიდერლანდმა აუკრძალა ქვეყანაში შესვლა ამავე პოლიტიკური მიმართულების ფინანსთა მინისტრთან ერთად.
მეჩეთი ისლამის მესამე უწმინდესი ადგილია. ებრაელები მას „ტაძრის მთას „უწოდებენ. საერთაშორისო შეთანხმებით დადგენილი წესით, იქ ებრაელებს ლოცვა ეკრძალებათ.
იორმ, რომელიც ამ ადგილის მეურვის ფუნქციას ასრულებს, დაგმო მინისტრის იქ მისვლა და უწოდა „მიუღებელი პროვოკაცია და საეჭვო ესკალაცია“.

ბრასლავსკი და დავითი იმ 49 მძევალს შორის არიან, რომლებიც ჰამასის 2023 წლის თავდასხმის დროს აიყვანეს და რომლებიც ჯერ კიდევ ღაზაში არიან დაკავებულნი, მათ შორის 27, ისრაელის სამხედროების თქმით, გარდაცვლილია.

2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის და სხვა დაჯგუფებების თავდასხმის დროს 250 მძევალი იქნა გატაცებული. შეტაკებების დროს მოკლეს 1200 ადამიანი. ამ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორში სახმელეთო და საჰაერო საომარი მოქმედება, რასაც დღემდე 60 ათასამდე პალესტინელი შეეწირა.
ომის შედეგად დანგრეულ ღაზაში, სადაც ჰუმანიტარული კატასტროფა და შიმშილი მძვინვარებს, ახლახან დაუშვა ისრაელის მთავრობამ ფართო ჰუმანიტარული დახმარების შეტანა.

ფორუმი