კაია კალასი ესტონეთის პრემიერის პოსტს ტოვებს

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა პრეზიდენტ ალარ კარისს თანამდებობის დატოვების განაცხადი წარუდგინა.
კალასი თანამდებობას მას შემდეგ ტოვებს, რაც ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე დაასახელეს.
კალასი მთავრობის მეთაურად დარჩება მანამ, სანამ ახალი კოალიცია არ შეიქმნება. ის პრემიერმინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. მომდევნო დღეებში კალასი დატოვებს რეფორმის პარტია თავმჯდომარის პოზიციასაც.
რეფორმის პარტიას, სოციალ-დემოკრატებსა და ეესტი 200-ს შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ახალ პრემიერად განიხილება მოქმედი კლიმატის მინისტრი, კრისტენ მიხალი.