კაია კალასი – დღეს ახლო აღმოსავლეთში იმედის იშვიათი მომენტია – ისრაელელი მძევლების გათავისუფლება დიპლომატიის დიდი წარმატებაა და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე გადამწყვეტი ეტაპია

დღეს ახლო აღმოსავლეთში იმედის იშვიათი მომენტია. მძევლების გათავისუფლება დიპლომატიის დიდი წარმატებაა და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე გადამწყვეტი ეტაპია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
მისი თქმით, „პრეზიდენტმა ტრამპმა ეს გარღვევა შესაძლებელი გახადა“.
კალასი მიიჩნევს, რომ ღაზაში მშვიდობის დაცვა უაღრესად რთული იქნება.
„სამშვიდობო გეგმას წარმატების მისაღწევად ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება. ევროკავშირი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს. ოთხშაბათს, ის განაახლებს სამოქალაქო მისიას ღაზასა და ეგვიპტეს შორის სასაზღვრო გადასასვლელის მონიტორინგისთვის. ამ მისიას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად“, – წერს კალასი.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორში 7 ისრაელელი მძევალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) გადასცეს, რომელმაც მძევლები უკვე გადასცა ისრაელის თავდაცვის ძალებს. დღესვე იგეგმება დარჩენილი 13 ცოცხალი მძევლის გათავისუფლებაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა